"გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რითაც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 31 700-ს მიაღწია", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„24 თებერვლიდან 9 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: 1398 ერთეულ ტანკს, 3438 ჯავშანტექნიკას, 711 საარტილერიო სისტემას, 213 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 96 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 212 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2421 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემებს/ნავებს, 562 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 53 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს