აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. გასროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

23 წლის კაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს. 

გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ კაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.