შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გლობალური სასურსათო კრიზისით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, გადამწყვეტად იმოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში, აჩქარებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს. შეერთებული შტატები იღებს ზომებს და დაჰპირდა 2,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას შიმშილის პრობლემის შესამსუბუქებლად, დამატებითი 5 მილიარდი დოლარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ 2021 წელს მსოფლიოში 193 მილიონი ადამიანი განიცდიდა სასურსათო დაუცველობას. ამ წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 40 მილიარდით გაიზრდება.
რუსული აგრესიის შედეგად შავი ზღვის ტრადიციული მარშრუტები კვლავ გადაკეტილია. გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) ბალტიის ზღვის გავლით, 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.