საქართველოსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ეს საკითხი, კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა.
Europetime-ს მოთხოვნით საქსტატიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 2022 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ბრუნვა - 2021 წლის იანვარ-აპრილი $61,411.5 ათასი;
- ექსპორტი - $9,880.9 ათასი;
- იმპორტი - $51,530.6 ათასი;
ბრუნვა - 2022 წლის იანვარ-აპრილი $93,700.5 ათასი;
- ექსპორტი - $16,378.5 ათასი;
- იმპორტი - $ 77,322.1 ათასი;
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $32 მილიონითაა გაზრდილი.
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუმინეთში - TOP 10 პროდუქტი
2021 წლის იანვარ-აპრილი -ექსპორტი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $8,818.6 ათასი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $366.0 ათასი;
- ფეროშენედნობები - $ 261.1 ათასი;
- ყალიბები და ბოყვები; სასმხმელო ქვეშა; სასმხმელო მოდელი; ფორმები - $114.3 ათასი;
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $96.9 ათასი;
- ცოცხები და ჯაგრისები - $93.3 ათასი;
- მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად, სხვა ადგილას დაუსახელებელი - $39.9 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $16.2 ათასი;
- ავტოსატვირთელები - $11.5 ათასი;
- ინსტრუმენტები, კორპუსები და სახელურები ინსტრუმენტებისათვის მერქნისაგან - 9.7 ათასი;
- დანარჩენი საქონელი -$ 53.5 ათასი;
2022 წლის იანვარ-აპრილი - ექსპორტი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $14,455.1 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $1,240.1 ათასი;
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $291.2 ათასი;
- ცოცხები და ჯაგრისები -$ 97.1 ათასი;
- ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი -$63.0 ათასი;
- საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $ 61.7 ათსი;
- კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - $17.9 ათსი;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$17.7 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) - $16.4 ათასი;
- ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის -$15.4 ათასი;
- დანარჩენი საქონელი -$102 ათასი
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუმინეთში ექსპორტში, მინერალური სასუქები პირველ ადილზეა, მეორეა მსუბუქი ავტომობილები, შემდეგ კი ბოსტეული. 2021 წელს საექსპორტო ათეულში მეორე მესამე ადგილზე იყო თამბაქოს ნაწარმი და ფეროშენადნობები. მიმდინარე წლის ოთხ თვეში, საქართველოდან რუმინეთში ფეროშენადნობები ექსპორტი არ განხორციელებულა.
2022 წლის იანვარ-აპრილი - $ 77,322.1
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $71,194.6 ათასი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 927.3 ათასი;
- ფილები მერქან-ბურბუშელისა - $766.9 ათასი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $682.1 ათასი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $483.3 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $430.2 ათასი;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) - $272.1 ათასი;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული- $250.0 ათასი;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $166.3 ათასი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - $142.4 ათასი; დანარჩენი საქონელი - $2,006.8 ათასი;
2021 წელი იმპორტი - $51,530.6 ათასი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $40,597.1 ათასი;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $3,199.7 ათასი;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას- $2,142.3 ათასი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -$831.1 ათასი;
- ფილები მერქან-ბურბუშელისა -$550.0 ათასი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები- $404.0 ათასი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული -$371.1 ათასი; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები (ცალი) -$310.2 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $239.6 ათასი;
- პაპიროსის ქაღალდი -$206.6 ათასი;
- დანარჩენი საქონელი- $ 2,678.8 ათასი;
საქასტატიდან მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რომ რუმინეთიდან იმპორტში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეა კოქსი და ქვანახშირი; მესამეზე კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.
Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში განუსცხადეს, რომ არის მოლოდინი, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს.
„შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება.
რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა:
- რკინიგზა
საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა).
- საავტომობილო
საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა).
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით.
„ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.
ცნობისათვის, 17 ივნისს, ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.