შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ბრიუსელში დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის წინ, მიშელმა განაცხადა, რომ „ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის“.

„ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს და ვაღიარებთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონის ევროპული ინტეგრაციის პროცესის განახლებას.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით