ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა.
გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია.
Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, - აღნიშნავს სააგენტო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება.