ოთხშაბათს ნაშუადღევს რუმინეთის სარკინიგზო ჩიხ იასში, მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ მარცვლეულს გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუმინულ ტელეარხ Pro TV-ზე დაყრდნობით იუწყება.
რუმინეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:20 საათზე მოხდა. მატარებელი შედგებოდა 32 „უკრზალიზნიცის“ ვაგონისგან, რომელთა წონა 733 ტონაა. ავარიის შედეგად მატარებლის 11 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა და ამობრუნდა.
Pro TV-ს წყაროების ცნობით, მატარებელი რუმინეთის პორტ კონსტანცადან კრისტესტის სადგურში ბრუნდებოდა, სადაც უკრაინიდან მარცვლეული იყო დატვირთული. ავარიის წინასწარ მიზეზად რკინიგზის ცუდ მდგომარეობას ეძახდნენ, თუმცა ვაგონებთან პრობლემას არ გამორიცხავენ.
რუმინეთის რკინიგზამ უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ავარიის გამო ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტების ორგანიზება დაიწყო.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დიმიტრი სენიკმა განაცხადა, რომ საზღვაო ბლოკადის პირობებში, უკრაინას ხორბლის ექსპორტისთვის ორი არხი აქვს - პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან.
ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.