პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა

ჩინეთი NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. ახალი სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი ფაქტებს უგულვებელყოფს. მისივე თქმით, რომ „კონცეფციის შინაარსი ხელს უწყობს კონფლიქტს და სავსეა ცივი ომის აზროვნებითა და იდეოლოგიური ცრურწმენებით". 

  • მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა
  • NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა
  • დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია
  • გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა
  • პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის გადაწყვეტილებების შეჯამებისას განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში.

მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. „ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.