ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა წელს, 106,9 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა

იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) საზღვაო ტერმინალიდან, რომელიც თურქეთის პროვინცია ადანაში მდებარეობს, 106 982 579 ბარელი ნავთობი გადაიტვირთა. 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქეთის მონაკვეთის ოპერატორი 2006 წლიდან არის თურქული სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL).

BOTAŞ-ის მონაცემებით, 2006 წლიდან, როდესაც ტერმინალი გაიხსნა, ბთჯ-ის გავლით 3,777 მლრდ ნავთობია გადაზიდული. წელს ყველაზე მეტი ნავთობი - 20,5 მლნ ბარელი - მაისში გადაიტვირთა, ხოლო ყველაზე ნაკლები თებერვალში - 13,5 მლნ ბარელი.

ნავთობის გადაზიდვის მონაცემები, BOTAŞ–ის თანახმად 2022 წლის 6 თვეში:

  • იანვარი - 17 706 620 ბარელი;
  • თებერვალი - 13 581 125 ბარელი;
  • მარტი - 17 743 856 ბარელი;
  • აპრილი - 19 951 346 ბარელი;
  • მაისი - 20 479 706;
  • ივნისი - 17 519 926 ბარელი.

ადანას ტერმინალიდან, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს, აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება.