კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი.
გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.