რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირენით, პეკინი „ობიექტური და სამართლიანი“ პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ხელს უწყობენ და გვერდს უვლიან ყოველგვარ „ჩარევას“, რაც აჩვენებს მათი ურთიერთობების სიმტკიცეს და „სტრატეგიულ გადაწყვეტას".
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატასაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა დაექვემდებაროს „გარე ჩარევას“, რადგან ორივე ქვეყანა შემდგომ თანამშრომლობას განაგრძობს.
ვან ი ლავროვს ხუთშაბათს, ინდონეზიაში, ბალიში გამართული G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
პეკინი ჯერჯერობით უარს ამბობს, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე შეჭრაზე უწოდოს. ლავროვმა დიდი შვიდეულის სამიტზე, თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა, „დიდი შვიდეულის“ სამიტი დროზე ადრე დაეტოვებინა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.
ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ NATO-სამიტზე ალიანსის მიერ მიღებულ ახალ კონცეფციაში ჩინეთზე ჩანაწერი პირველად გაჩნდა. კერძოდ, ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას NATO-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. ამავე სამიტზე, ალიანსმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა.