სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა (DG NEAR) მიხაილ რუპმა ევროპარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს. ეს ანგარიშის ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად.
„რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ 17 ივნისს დაამტკიცა დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. ამიტომ, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მის ძალისხმევაში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ.
ეს საკმარის დროს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე, თუმცა მუშაობა არ შეჩერდება და როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ფართო ინსტუმენტი გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან კუმუნიკაციას და მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყანას ყველა დონეზე, შეასრულოს ეს პრიორიტეტები“, - აღნიშნა მიხაილ რუპმა.
- დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია
- ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.