ნიკა სიმონიშვილი: პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, დოლიგარქიზადიამდე არ მიგვიყვანს

პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ.

დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინც და მაინც საჭირო კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ", - განაცხადა სიმონიშვილმა.


შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.