სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს კერძო ვიზიტის ნებართვა გასული წლის 2 სექტემბერს სთოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუჩიჩის თქმით, მეორე ასეთი თხოვნა პირველ მარტს გაგზავნა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში გაგზავნილი თხოვნის პასუხი იყო: „გთხოვთ, გადადოთ ვიზიტი შიდა პოლიტიკური ვითარების გამო“.
„მინდოდა ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა და ყვავილების დადება ისეთ ადგილას, სადაც... ათიათასობით დაიღუპა იასენოვაცში. რაღაც ალოგიკურად მეჩვენება, რომ ცდილობთ მსგავსი რამის თავიდან აცილებას პროვოკაციის საბაბით. არ ვიცი, რატომ”, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.