ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის

უახლოეს მომავალში ლიტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანა M113 და M577-ს, ასევე რეზერვის მოსამზადებლად საჭირო საბრძოლო მასალას მიწვდის.

ამის შესახებ ლიტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა უკრაინის მხარდაჭერის NATO-ს საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ლიტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ახლა დაახლოებით 123 მილიონი ევროა.

სამხედრო დახმარება მოიცავს Stinger საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანსა და ჩაფხუტებს, 120 მმ ნაღმტყორცნებს, მცირე იარაღს, საბრძოლო მასალას, თერმოგამომსახველებს, დრონებს, სათვალთვალო რადარებს, M113 ჯავშანმანქანებს, სატვირთო მანქანებს, ჯიპებს.

შეგახსენებთ, რომ Bayraktar TB2 თვითმფრინავი საბრძოლო მასალებით, უკრაინას ლიეტუვის მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახრებით გადაეცა.