ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა.
ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს.
- რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა.
რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს.