ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს.
„ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.