აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს.
„საზოგადოებრივი აზრი არ უნდა დაირღვეს და თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა მან ბაიდენს, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით.
CNN წერს, რომ თეთრი სახლის ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, ნაკლებად კონკრეტულია.
„ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.
ასევე წაიკითხეთ
- ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები