აშშ-მა უკრაინას დამატებით $1 ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით $1მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. განცხადება პენტაგონში გააკეთეს.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის მორიგი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა  განკუთვნილ სHIMARS -ის საბრძოლო მასალას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემების ჭურვებს, 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო-სამედიცინო მანქანებს.

აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ $9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ-ი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.