ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭრს. 

„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა, ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ამის შესახებ იან ლიპავსკიმ გამოცემა Novinky-თან ინტერვუში განაცახდა. 

ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ამ თემას აგვისტოში, პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს.

ცნობისთვის, ჩეხეთს ახლა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი აქვს.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.