- ერევანში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
- დაღუპულია ორი ადამიანი
- 20 მოქალაქე დაკარგულად ითვლება
- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
„სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვმა 60-ს მიაღწია. ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია 7 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან მოყოლილნი.
36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 გამოკვლევის შედეგად გაწერეს.
5 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა.
აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.