ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება. ამ ფონზე კი, კომპანია Saudi Aramco მოპოვებას მაქსიმუმამდე ზრდის.
Brent-ის მარკის ფიუჩერსები 0,9%-ით, ბარელზე $97,26-მდე გაიაფდა. ამერიკული West Texas Intermediate-ს ფასი კი, ბარელზე $91,27-მდე დაეცა, რაც წინა მაჩვენებელზე 82 ცენტით ნაკლებია.
Reuters-ი ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის შენელებას ასახელებს. კერძოდ, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 12,53 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ფაქტს, სახელმწიფო სტატისტიკის მაჩვენებლები ადასტურებს.
ამავდროულად, Saudi Aramco მზადაა, გაზარდოს ნედლი ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 12 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ამას საუდის მთავრობა მოითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირას აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა.