ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას ზღუდავს

ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. 

„სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა.

მისი თქმით, უახლოეს კვირებში მთავრობა ამ საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

კარინსმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზა გამონაკლის შემთხვევებში, ხოლო ბინადრობის ნებართვა პრაქტიკულად არ გაიცემა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.