საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა - საქსტატი

საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. 

"იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს", - აღნიშნულია მონაცემებში.


ასევე წაიკითხეთ: