შვედეთის პოლიციამ, მალმაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში მან ხალხის მიმართულებით სროლა მოულოდნელად დაიწყო.
პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება.
პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად, 31 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.