შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, სროლის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციელებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს.

პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება.

Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.