21 ივლისის საღამოს, ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ამასთან, რუსულმა მხარემ სამხედრო აეროდრომ „ბელბეკთან“ მომხდარი საჰაერო იარიშის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურეს.
ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშის შესახებ ინფორმაციას, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე ადასტურებს.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ევპატორიიდან „ბელბეკის“ მისადგომებზე იმუშავა. ასევე კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად“, - განაცხადა რაზვოჟაევმა.
ამავდროულად, ადგილობრივი ტელეგრამის არხები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცნობებს.