დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
ოფიციალური პირის ცნობით, სოფელ ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
„საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, ხოლო 6 წლის ბავშვი დაბომბვის დროს“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაშავებულია 31 ადამიანი.
სარაკეტო თავდასხმა, სარკინიგზო სადგურზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.