„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ

ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა.  

„აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, - განაცხადა კარაბაევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და „ბაქო-სუფსა“, რომელთაც გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია“.  

ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს.

მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა".

ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია.

გაეცანით Europetime-ის სტატიას