უკრაინაში ომიდან 6 თვის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა წარმატებით იყენებს წინააღმდეგობის კონცეფციას, რომელიც აშშ-ის სპეცოპერაციების ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი არმიის დასამხობად შემუშავდა. ამის შესახებ CNN წერს.
ოფიციალური პირების თქმით, წინააღმდეგობის დოქტრინა 2013 წელს ჩამოყალიბდა, საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ, ხოლო მისი მნიშვნელობა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აღიარეს.
დოქტრინა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც - ROC, ინოვაციურ და არატრადიციულ მიდგომას გვთავაზობს ომისა და ტოტალური თავდაცვის მიმართ, რომელიც რუსეთის არმიის წინააღმდეგ შეთანხმებული წინააღმდეგობის ფარგლებში არამხოლოდ უკრაინის სამხედროების, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს,
მთლიანობაში, წინააღმდეგობის კონცეფცია უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობის, მისი უნარის გაძლიერებას, გაუძლოს გარე ზეწოლას. ის მოიცავს წინააღმდეგობის დაგეგმვას, მთლიანი ქვეყნის ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით.
„თავდაპირველად, მხოლოდ ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოხატეს რეალური ენთუზიაზმი ახალი დოქტრინის მიმართ. 2014 წელს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის თითქმის უსისხლოდ აღებამ და ანექსიამ გააოგნა უკრაინა და დასავლეთი. გაააქტიურა კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეექმნათ გეგმა ტოტალური თავდაცვისთვის, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ სამხედროებს, არამედ, მშვიდობიან მოსახლეობასაც“, - წერს CNN.
„ისინი [უკრაინელები] იყენებენ ყველა რესურსს, მათ შორის, არატრადიციულსაც, რათა ძირი გამოუთხარონ რუსი სამხედროების ძალისხმევას“, - განაცხადა თავის მხრივ გადამდგარმა გენერალმა მარკ შვარცმა, რომელიც ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობას დოქტრინის შემუშავების დროს ხელმძღვანელობდა.
გადამდგარი არმიის პოლკოვნიკი კევინ სტრინგერი კი, რომელიც წინააღმდეგობის კონცეფციის განვითარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ამ დოქტრინის ყირიმში გამოყენების ნიშნებს ხედავს.
„ზოგადად, წინააღმდეგობის კონცეფცია იძლევა ქვეყნის მდგრადობის ამაღლების საფუძველს, ომის დროს კი, მედეგობა იქცევა მტრის წინააღმდეგობის ინსტრუმენტად. ამავდროულად, ეს დოქტრინა არ არის გამიზნული აჯანყების შესაქმნელად ან მხარდასაჭერად“, - წერს CNN.
„მდგრადობა არის საზოგადოების ძალა მშვიდობის დროს, რომელიც ომის დროს აგრესორის წინააღმდეგ სიმტკიცით გამოირჩევა“, - განმარტა დალია ბანკაუსკაიტემ (ყოფილი პრეზიდენტი) ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა, რომელმაც შეისწავლა წინააღმდეგობის დაგეგმვის საკითხი ლიეტუვაში.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა, ვიდრე უბრალოდ მკაცრი წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ.
ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინას ბენდიკასმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობისთვის მზადება, ქვეყნის დასაცავად ნების განვითარებას, მოქალაქეთა სამხედრო და არასამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მოიცავს.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის დოქტრინის არსებობა და წინააღმდეგობის ირგვლივ დაგეგმვის საკითხი მიზანმიმართულად საჯაროა და მისი მიზანია, შემაკავებელი ზომის მოქმედება პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და არა, ტრადიციულ, სამხედრო ან ბირთვულ შეკავებას.
სტატიის გაგრძელება