როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის მიერ შემუშავებულ კონცეფციას რუსეთის წინააღმდე, ამ თემაზე სტატია CNN-მა მოამზადა.
ავტორი ამავე სტატიაში ინტერესდება, როგორ მუშაობას „წინააღმდეგობის ფრონტი“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებს ამ მიმართულებით საკუთარი სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვთ.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა, ვიდრე უბრალოდ მკაცრი წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ.
ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინას ბენდიკასმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობისთვის მზადება, ქვეყნის დასაცავად ნების განვითარებას, მოქალაქეთა სამხედრო და არასამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მოიცავს.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის დოქტრინის არსებობა და წინააღმდეგობის ირგვლივ დაგეგმვის საკითხი მიზანმიმართულად საჯაროა და მისი მიზანია, შემაკავებელი ზომის მოქმედება პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და არა, ტრადიციულ, სამხედრო ან ბირთვულ შეკავებას.
ესტონეთისთ მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს შეადგენს, ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ რუსეთს ესაზღვრება და სამოქალაქო წინააღმდეგობა ყოველთვის იყო მისი თავდაცვის გეგმის ნაწილი.
"სხვა ვარიანტი ესტონელებისთვის არ არსებობს", - განაცხადა რენე ტომსემ, თავდაცვის ლიგის წარმომადგენელმა.
ესტონეთი რეგულარულად ანახლებს და ავითარებს თავის თავდაცვის გეგმებს, აკავშირებს სამხედროებს მოსახლეობასთან და მოხალისე ძალებთან, რომლებიც ტომსეს თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული უფრო და უფრო აქტიურდებიან.
ესტონელმა ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს ომი უკრაინაში, რათა გამოეტანათ გაკვეთილები იმის შესახებ, თუ რამ იმოქმედა კარგად რუსეთის წინააღმდეგ და სად შეიძლება გაუმჯობესდეს უკრაინის წინააღმდეგობა. ტომსე ამბობს, რომ ესტონელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა მმართველობა.
„თუ ესტონეთი შეჭრის წინაშე აღმოჩნდებოდა, უფრო აქტიური იქნებოდა ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამოიყენებდა პატარა, კარგად შეიარაღებულ და კარგად გაწვრთნილ დანაყოფებს.
ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ზიანი მივაყენოთ მტრის ხაზებს ვიდრე ეს უკრაინამ გააკეთა, მთელი ლოგისტიკა, ყველა კოლონა მუდმივად იქნება თავდასხმის ქვეშ“, - აღნიშნა ტომსემ.