ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი.
ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ცნობისთვის, ერაყში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.