FBI-იმ დონალდ ტრამპის სახლში, ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ დოკუმენტი ამოიღო

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო.

როგორც უცხოური პრესა წერს, საერთო ჯამში სამართალდამცველებმა  ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს.

" აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტია ნაპოვნი. ამასთან, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო.", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.