ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა.
„როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.
ამ დროისთვის ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.