ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ინვესტორებისთვის და მეწარმეებისთვის, მაგრამ არა ყველასთვის.

ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.  

„იმიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყდება რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ლატვიაში. მაგალითად, ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ იღებენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსს“, - ნათქვამია ლატვიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.