შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა

ენერგოკრიზისის ფონზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კატარში, დოჰაში, ევროკავშირის დიპლომატიური მისის გახსნაზე ჩავიდა. მედიის ცნობით, შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა. 

შარლ მიშელის განცხადებით, ის დოჰაში კატარსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ჩავიდა. „ერთად მუშაობის მიზანია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობა ყველა ასპექტში გაძლიერდეს", -განაცახდა მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელი კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ ტანიმ, დელეგაციასთან ერთად მიიღო.