ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ.

„19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ.


ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.

რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება

  • სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე,
  • დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება;
  • ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს;
  • საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება;
  • ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა.

პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.