ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგერს რინკევსმა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ფედერაციის დაგეგმილ ყალბ „რეფერენდუმებს“, რომლის გამართვაც ლუგანსკისადა დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში იგეგმება, უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებითა და ახალი სანქციებით დაუპრისპირდეს.
„როგორც ჩანს, რუსეთი წინ მიიწევს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტა ყალბი „რეფერენდების“ ორგანიზება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უარყოს ეს ნაბიჯი, ახალი სანქციები უნდა დააწესოს და უკრაინამ მეტი იარაღი უნდა მიიღოს მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, - წერს Twitter-ზე ედგერს რინკევსი.