პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“.

„ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს.

საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თბილისიდან ბელორუსის ელჩი გააძევოს, მინსკიდან კი, თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გამოიწვიოს“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელიას ბელორუსში ელჩობის ვადა სექტემბერში ამოეწურა.