ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთრის აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
კაია კალასის განმარტებით, ესტონეთი კიევისთვის დახმარების მიწოდებას აჩქარებს.
„მოდით, ყველამ დავაჩქაროთ ჩვენი დახმარება, რათა უკრაინელებმა გაათავისუფლონ თავიანთი ტერიტორიები. ეს არის მშვიდობის გზა", - განაცხადა კალასმა.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.