ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურებიდან სერვისის საფასურს კვლავ დაფარავს.
„ჯანდაბა... მიუხედავად იმისა, რომ Starlink კარგავს ფულს და სხვა კომპანიები მილიარდობით დოლარს იგებენ, ჩვენ უბრალოდ განვაგრძობთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას", - წერს მასკი Twitter-ზე.
ერთი დღით ადრე მასკმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურების ფუნქციონირების დაფინანსებას, რომელიც მან უკრაინას ომის დასაწყისში გადასცა. ეს ტექნოლოგიები უკრაინაში, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს კომუნიკაციაში დაეხმარა.
მასკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, რაც უკრაინელებმა სოციალურ ქსელებსა და პრესაში, ის სამშვიდობო წინადადებების გამო გაკიცხეს.