ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებულად მიღებას უჭერს მხარს.
რეზოლუციას ჰყავდა 547 მომხრე, 49 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი, თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ საბჭომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
შედეგად, 2023 წლიდან უნდა გაუქმდეს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები.
შენგენის ზონა ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისა და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს
დღეს შენგენის ზონა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას მოიცავს, გარდა ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთისა. ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი ასევე შენგენის ზონაში შედიან.