აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა.
უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს.
- სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან
13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე