ირანი აწვდის რუსებს დრონებს, ეს მათი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი გამოიმუშავებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კანადურ ტელეარხებთან CTV და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ შეიძლება, თქვან: „ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები“... ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ - ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და განაგრძობენ ამ პროცესს. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს, რამდენიმე ასეული დრონი კი უკვე გადაცემულია", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.