ლაშა ხუციშვილი: პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა

პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, ასევე მისი შემდგომი განვითარება.

რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს მიმდინარეობს მუშაობა. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება",- აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.


ასევე წაიკითხეთ: