ამერიკამ უკრაინაში რუსეთის მიერ იარაღის უკანონოდ შეძენის აღსაკვეთად პროგრამა აამოქმედა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროგრამა შეიმუშავა იმისთვის, რომ უკრაინაში მიწოდებული იარაღის, რუსული სამხედროების მიერ შეძენა თავიდან აიცილოს.

პროგრამა მოიცავს დამატებით მხარდაჭერას უკრაინისთვის, რომ იარაღი აღრიცხოს, მათ შორის მესაზღვრეების მომზადება და იარაღისა და საბრძოლო მასალის მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოს.

American and Ukrainian flags were hung on the light posts lining Pennsylvania Avenue ahead of President Biden's first State of the Union address to a joint session of Congress on March 1.American and Ukrainian flags were hung on the light posts lining Pennsylvania Avenue ahead of President Biden's first State of the Union address to a joint session of Congress on March 1.

„შეერთებულმა შტატებმა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დააჩქარა უკრაინის უსაფრთხოების დახმარება და ამ ტემპმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რათა უკრაინას თავისი ტერიტორიის დაცვა შეეძლოს.

უკრაინის მთავრობამ აიღო ვალდებულება, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს გადაცემული თავდაცვის აღჭურვილობა.

როგორც ნებისმიერ კონფლიქტში, ჩვენ ვრჩებით ფხიზლად, რადგან კრიმინალურმა და არასახელმწიფო აქტორებმა, მათ შორის რუსი სამხედროების ჯგუფებმა სცადონ იარაღის უკანონოდ შეძენა უკრაინის წყაროებიდან, კონფლიქტის დროს ან მის შემდგომ.

  • აქედან გამომდინარე სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს პროგრამის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ გეგმას:

იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და აღრიცხვა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში მათი გადაცემის, შენახვისა და განლაგებისას;

რეგიონული საზღვრების მართვისა და უსაფრთხოების გაძლიერება და რეგიონში უსაფრთხოების ძალების, სამართალდამცავი ორგანოების და სასაზღვრო კონტროლის სააგენტოების შესაძლებლობების განვითარება იარაღის უკანონო ვაჭრობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

კონფლიქტისა და იარაღის უკანონო გადამისამართების რისკის შესამცირებლად, ყველაზე ეფექტიანი გზა იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება და ძალების გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან.

შეერთებული შტატები გააგრძელებს კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

ჩვენ ერთად შევქმნით საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკას უსაფრთხოების სფეროში დახმარების, ექსპორტის კონტროლის, საზღვრის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

ამით გავაძლიერებთ უკრაინის ძალისხმევას ბრძოლის ველზე და, როცა დრო დადგება, მოლაპარაკების მაგიდასთანაც“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.