ირანი ემზადება დაახლოებით 1000 ერთეუული დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის რუსეთში, მათ შორის მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები და დაახლოებით 400 კამიკაძე- დრონი იქნება, რომელსაც რუსეთი უკვე ნოემბერში მიიღებს. იტყობინება CNN დასავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ირანიდან გაგზავნილ შეიარაღებას რუსეთი წლის ბოლომდე მიიღებს.
პირველ ნოემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე 300-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.