მილიარდერმა და Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა.
მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, წლიურ ხარჯები ღრუბლოვანი სერვისებისა და დამატებითი სერვერის სივრცის შემცირებით, $1 მილიარდზე მეტი დაზოგოს.
„კომპანია მიზნად ისახავს, რომ დღეში დანაზოგმა $3 მილიონი შეადგინოს“, - წერს Reuters.
ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეუქმნას.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.