CNN-ის ინფორმაციით, გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა.
მანამდე SpaceX-მა წერილი გაუგზავნა პენტაგონს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებაზე უკვე დაიხარჯა თითქმის $100 მილიონი. SpaceX-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, რომ დაფინანსების ნაწილი გაეღო.
რამდენიმე დღის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ SpaceX-მა თხოვნა გააუქმა. Starlinks უკრაინაში პრობლემები 24 ოქტომბერს შეექმნა.
CNN-ის წყაროს ცნობით, ტერმინალები დაფინანსების არარსებობის გამო დაიხურა. Starlinks-ის 1300 ტერმინალი საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოიყენებოდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტერმინალების გათიშვამდე, დასახმარებლად დიდ ბრიტანეთს მიმართა და მათ ყოველთვიურად $3.25 მილიონის დაფინანსება სთხოვა.
ბრიტანეთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამინისტროები დისკუსიის შედეგად შეჯერდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სხვა სამხედრო რესურსებისა დაფინანსება და მიწოდება უფრო პრიორიტეტულია.
მანამდე, ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურებიდან სერვისის საფასურს კვლავ დაფარავს.