ჩინეთი, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას აპირებს.
ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩინეთი გააძლიერებს თავისი არმიის წვრთნასა და მომზადებას ნებისმიერი ომისთვის“, - განაცხადა სი ძინპინმა.
მისივე თქმით, „ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება“.